Thumbnail
ფოტო: Facebook / ნიკა ჩოხელი

მოუსმინეთ: ნიკა ჩოხელი, პროექტით AKIN, ახალ ნამუშევარს "ხმაური" ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მუსიკოსმა ნიკა ჩოხელმა, პროექტით AKIN, ახალი კომპილაციური ნამუშევარი "ხმაური" გაავრცელა. ჩანაწერი 13 ტრეკს აერთიანებს.

"ეს არის აუდიო კომპოზიციების, სიმღერების და ყოველდღიური ხმების კრებული", - წერს არტისტი ნამუშევრის აღწერის ველში.

ნიკა ჩოხელი ცნობილი ჯგუფ Mellow-ში მოღვაწეობით გახდა. 2012 წელს მან სადებიუტო მინი ალბომი სახელწოდებით Summer Sun გამოუშვა. არტისტის სხვა პროექტებიდან აღსანიშნავია "ნიიკ მღვიმელი და ცუდი თესლი" და Renaissance Boys. მასვე დაწერილი აქვს მუსიკა პოპულარული ქართული ტელესერიალებისთვის "ჩემი ცოლის დაქალები", "ხელოვნური სუნთქვა" და "თესეა".

კომენტარები

ბოლოს დამატებული