Thumbnail

მოუსმინეთ: კოტე კალანდაძე პროექტ S.P.I.D.-ის 2000 წლის კომპოზიციას Greed ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მუსიკოსი კოტე კალანდაძე, საკუთარი ჯგუფის S.P.I.D. (Sick People In Dreams) მიერ 2000 წელს ჩაწერილ კომპოზიციას Greed ავრცელებს. ნამუშევარი ჟანრობრივად ინდასტრიალს, გოთიკურ როკსა და ჰიპ ჰოპს აერთიანებს.

კოტე კალანდაძემ ჯგუფი S.P.I.D. თბილისში 1997 წელს ჩამოაყალიბა. ორი წლის შემდეგ ბენდის სადებიუტო ალბომი Your Life Sucks გავრცელდა. 9-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში კოლექტივმა სულ 5 სტუდიური ჩანაწერი გამოუშვა. ჯგუფის შემადგენლობაში, კალანდაძის გარდა, შოთა შატბერაშვილი და გოგა სამხარაძე შედიოდნენ. პროექტი 2006 წელს დაიშალა. თავად კოტე აგრეთვე უკრავდა ბენდებში: "ამორალი", "კონტრაბანდა" და Небо СССР. მუსიკოსი 2008 წლიდან კოლექტივში Lady Heroine წევრიანდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული