Thumbnail

მაილი საირუსი: 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს სხეულს აკრიტიკებდნენ, ამან ტრავმა მომაყენა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა ჟურნალ Rolling Stone-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რა გავლენა მოახდინა მასზე ადრეულ ასაკში მოპოვებული პოპულარობის კვალდაკვალ მედიაში დაწერილმა სტატიებმა, რომლებიც მისი გარეგნობის შეფასებაზე უფრო ოყო ორიენტირებული, ვიდრე მუსიკაზე.

ნახეთ: მაილი საირუსმა Hole-ის კომპოზიცია Doll Parts დააქავერა

მოუსმინეთ: მაილი საირუსი ალბომს Plastic Hearts ავრცელებს

მაილი საირუსი: მამაჩემს ეშინოდა, რომ ბრიტნი სპირსი სტრიპტიზიორად მაქცევდა

"ვფიქრობ, ბოლო ორი წელია, დიდ პროგრესს მივაღწიეთ. განსაკუთრებით ქალებთან და მათ სხეულებთან დაკავშირებით. არც კი ვიცი, ახლა ამის გამო ვინმე შეიძლება, თუ არა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენო. უკვე დიდი ხანია, მედიას ეს ჩემთან მიმართებით აღარ გაუკეთებია. 16 წლის როცა ვიყავი, სულ ჩემს მკერდს განიხილავდნენ, სხეულს და სხვა მსგავს თემებს ატრიალებდნენ - კიდევ მე ვიყავი ცუდი ტიპი? არ მახსოვს, ეს გულს მტკენდა, თუ არა. ამასთან დაკავშირებით მძაფრი მოგონებები არ დამრჩენია. მგონი, მაშინ უკვე მქონდა გადაწყვეტილი, როგორი მინდოდა, რომ ვყოფილიყავი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. რაღაც ტრავმა ნამდვილად მომაყენა იმან, რომ ასე მწვავედ მაკრიტიკებდნენ", - აღნიშნა მუსიკოსმა.

ჟურნალისტმა საირუსს 2009 წელს გამართული საბავშვო დაჯილდოება Nickelodeon Kids' Choice Awards გაახსენა, რომელზეც მომღერალმა კომპოზიცია Party in the U.S.A. შეასრულა. მან ჰკითხა, როგორ მიიღეს მაილის მშობლებმა საზოგადოების ნაწილის კრიტიკა, რომ ის სცენაზე "სტრიპტიზიორივით ცეკვავდა".

"მამაჩემი, ბილი რეი საირუსი ამას ყურადღებას არ აქცევდა. მამებსა და თინეიჯერ გოგონებს შორის არსებული სტანდარტული სიტუაცია - "მოდი, ამას ერთმანეთთან ნუ განვიხილავთ". დედაჩემი კი ძალიან ბრაზდებოდა. იცოდა ჩემი ხმისა და ნიჭის შესახებ და ამბობდა "რა ჯანდაბაა? შენ ყველაზე პოპულარული სიმღერა გაქვს. არ შეგიძლია, რომ ეს იყოს სიმღერის და არა სტრიპტიზიორად ყოფნის შესახებო?", - აღნიშნა არტისტმა.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული