Thumbnail

ნახეთ: პერის ჯექსონმა ჯიმი კიმელის შოუში კომპოზიცია Let Down შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, მაიკლ ჯექსონის შვილმა, მოდელმა, მსახიობმა და მუსიკოსმა, პერის ჯექსონმა ჯიმი კიმელის ღამის შოუში კომპოზიცია Let Down შეასრულა. ეს არტისტის სატელევიზიო დებიუტი გახლდათ. სინგლი პერისის პირველ ალბომში Wilted შედის, რომელიც 13 ნოემბერს გავრცელდა.

პერის ჯექსონი: ყოველთვის მეშინოდა, რომ მამაჩემს შემადარებდნენ

პერის ჯექსონმა 2018 წელს შეყვარებულთან, გაბრიელ გლენთან ერთად პროექტი Soundflowers ჩამოაყალიბა და 2020 წლის ივნისში სადებიუტო ალბომიც გამოუშვა. ამის შემდეგ, აგვისტოში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა დუეტი მუსიკალურ თანამშრომლობას. პერისი გადაღებულია ისეთი ცნობილი ჯგუფების კლიპებში, როგორებიცაა: The xx და Thirty Seconds to Mars. მას არაერთ სატელევიზიო შოუსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული