Thumbnail

ნახეთ: შერის სახლი მაიამი ბიჩზე 17 მილიონ დოლარად გაიყიდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ამერიკელი მომღერლის, შერის სახლი მაიამი ბიჩზე 17 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. 74 წლის მუსიკოსმა ის 1993 წელს $1,5 მილიონად შეიძინა, 1996 წელს კი $4,35 მილიონზე მეტად გაყიდა. ვილა მფლობელმა უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე წლის აგვისტოში გამოიტანა.

ნახეთ: სახლი, რომელშიც ემინემი 14 წელი ცხოვრობდა, იყიდება

ნახეთ: კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა $14,2 მილიონად კალიფორნიაში სახლი იყიდეს

2 751 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე მდებარე ესპანური არქიტექტურული სტილით ნაგები შენობის ეზო პალმებით, შადრევნებითა და თაღიანი შესასვლელებით არის მორთული. 1 059 კვ.მ. ფართობის სახლს 6 საძინებელი და ამდენივე სველი წერტილი აქვს, მასში ასევე ბარი, სავარჯიშო და სამუშაო სივრცეებია მოწყობილი. ამის გარდა, ეზოში განთავსებულია ღია საცურაო აუზი და სპა, ნაგებობას აქვს კერძო სანაპირო და ნავმისადგომი, რომელიც ოკეანეზე გადის.

შერილინ სარქისიანმა, სასცენო სახელით Cher, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. მომღერალი გრემის, ემის, ოქროს გლობუსის, ოსკარისა და კანის კინოფესტივალის ჯილდოების მფლობელია. 100 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Believe და Strong Enough მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული