Thumbnail

ნახეთ: Megan Thee Stallion კომპოზიციებს Savage (Remix) და Body ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მეგან პიტი, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, ახალგავრცელებული სადებიუტო ალბომის Good News პრომოუშენის ფარგლებში, ჯეიმს კორდენის ცნობილ გადაცემას ესტუმრა. შოუს მუსიკალურ ნაწილში 2021 წლის გრემის ნომინანტმა რეპერმა ჰიტი Savage (Remix) და სინგლი Body შეასრულა.

მოუსმინეთ: Megan Thee Stallion სადებიუტო ალბომს Good News ავრცელებს

Megan Thee Stallion საუბრობს, რა რჩევებს აძლევენ მას ბიონსე და Jay-Z

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მეგანმა გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. იმავე წლის მიწურულს სამხრეთელი რეპერის სადებიუტო ალბომი Good News გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული