Thumbnail

ნახეთ: The White Stripes-მა 2002 წელს SNL-ში გამართული პერფორმანსი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკული დუეტი The White Stripes კომპილაციური ალბომის Greatest Hits პრომოუშენის ფარგლებში 2002 წლის 19 ოქტომბერს სატელევიზიო შოუში Saturday Night Live გამართული პერფორმანსის ვიდეოჩანაწერს ავრცელებს. მუსიკოსებმა გადაცემაში რიგით მესამე ალბომში White Blood Cells შესული ორი კომპოზიცია Dead Leaves and the Dirty Ground და We’re Going to Be Friends შეასრულეს.

ნახეთ: The White Stripes კომპოზიციის Let’s Shake Hands კლიპს ავრცელებს

The White Stripes ჯეკ უაითმა და მეგ უაითმა ქალაქ დეტროიტში 1997 წელს შეიქმნეს. ორ წელიწადში მუსიკოსებმა ბენდისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. ჯგუფმა არსებობის განმავლობაში 6 სტუდიური ჩანაწერი გამოსცა. გრემის მფლობელი დუეტი 2011 წელს დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული