Thumbnail

შერიმ გაიხსენა ისტორია, როდესაც ბროდვეის თეატრში მისი მოკვლა სცადეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, შერიმ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში 1982 წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც ის ბროდვეის თეატრში, სპექტაკლში Come Back to the 5 & Dime, Jimmy Dean, Jimmy Dean იღებდა მონაწილეობას. მომღერლის თქმით, ერთ საღამოს სცენაზე ასასვლელ კართან მას უცნობი მამაკაცი დახვდა, რომელიც მოკვლით დაემუქრა.

ნახეთ: შერის სახლი მაიამი ბიჩზე 17 მილიონ დოლარად გაიყიდა

ნახეთ: დევიდ ბოუისა და შერის ერთობლივი პერფორმანსი

"მეგონა, ჩემთვის ხელის ჩამორთმევა უნდოდა, მან კი ხელები გადამიგრიხა და ზურგს უკან ამომიტრიალა. შენობის გასასვლელისკენ მიმათრევდა და მემუქრებოდა, ხმას თუ ამოიღებ, მოგკლავო. ჩემმა ორმა თაყვანისმცემელმა, რომლებსაც მოგვიანებით დავუმეგობრდი, შეგვნიშნეს და მიხვდნენ, რომ რაღაც საეჭვო ხდებოდა, ყვირილი დაიწყეს და ჩემკენ გამოემართნენ. მათ დანახვაზე მამაკაცი გაიქცა", - იხსენებს შერი.

შერილინ სარქისიანმა, სასცენო სახელით Cher, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. მომღერალი გრემის, ემის, ოქროს გლობუსის, ოსკარისა და კანის კინოფესტივალის ჯილდოების მფლობელია. 100 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Believe და Strong Enough მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული