Thumbnail

ნახეთ: ზურა ჯიშკარიანმა თავისი რჩეული წიგნები დაასახელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს წევრი, ზურა ჯიშკარიანი ლიტერატურული პლატფორმა "არჩევნების" მორიგი ეპიზოდის სტუმარი გახლდათ. არტისტმა თავისი რჩეული წიგნები დაასახელა და მაყურებლებს მათი წაკითხვა ურჩია. 

► ზურა ჯიშკარიანის 5 საყვარელი სიმღერა

► ზურა ჯიშკარიანი: ნუღარ დამიძახებთ რეპერს ან მუსიკოსს

დამოუკიდებელი პლატფორმა "არჩევნების" მიზანი წიგნების, მკითხველებისა და ფართო აუდიტორიის დაკავშირებაა. "გვინდა, შევქმნათ თავისუფალი, არაოფიციალური და ერთგვარი ანდერგრაუნდ სივრცე წიგნებსა და ზოგადად, ლიტერატურაზე სასაუბროდ, სამკითხველო გამოცდილებების გასაზიარებლად, ახალი ტენდენციებისა თუ სურვილების აღმოსაჩენად. კარგი იქნებოდა საყვარელი თუ საძულველი წიგნების შესახებ, სამზარეულოს გარეთ, სხვებისთვისაც რომ მოგვეყოლა - ჩვენ ჩვენი გვეთქვა და სხვისიც მოგვესმინა", - აცხადებენ მისი დამფუძნებლები.

ზურა ჯიშკარიანი არჩევნებში - ეპიზოდი N7

ამ ეპიზოდში მწერალმა, რომელიც „საღეჭი განთიადები უშაქროდ“-ს ავტორს არ იცნობს, ჩვენც დაგვლოცა და თქვენც - ამიტომ ამჯერად გაზრდილი ქრონომეტრაჟითა და ოდნავ გადასხვაფერებული ფორმატით გიბრუნდებით 🔮 Dilla Al Sukhumi ხანგრძლივი და ჩახლართული მოგზაურობის გიდია: უძველეს ეპოსებში გილგამეშით დავიწყებთ და არათუ არჩევნების ბიბლიოთეკის, არამედ ჯერაც რომ არ თარგმნილა, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხავდით, იმ წიგნების მზის აისებსა და დაისებაც მოვყვებით; უფრო დეტალური აღწერის დასაწერად კრეატიული სიტყვათშეთანხმებების ფიქრს ვამჯობინეთ, რომ ისედაც დაგვიანებული ეპიზოდი დროულად დაგვედო, ამიტომ ჩართეთ და უყურეთ აუცილებლად ბოლომდე - გირჩევთ არჩევნები • archevnebiა პატარა, მაგრამ მუშა გუნდი.

Posted by არჩევნები • archevnebi on Tuesday, December 15, 2020

 

► კატა კიბერნეტიკული ხილვებით - ზურა ჯიშკარიანი და მისი მუსიკა

ზურა ჯიშკარიანი ქალაქ სოხუმში დაბადებული არტისტია. შემოქმედებითი კარიერის საწყის ეტაპზე ის მუსიკალურ პროექტებში Mona Liza Overdrive, Eva და Accidental Lover Boyz მონაწილეობდა. ზურამ პოპულარობა 2007 წელს შექმნილ ელექტროპოპ კოლექტივთან Kung Fu Junkie ერთად მოიპოვა. 2016 წელს ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებლის, თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩის გარდაცვალების შემდეგ კი, ბენდის კიდევ ერთ წევრთან, მაქს მაჩაიძესთან ერთად ჰიპ ჰოპ დუეტი KayaKata შექმნა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტია. ზურა ლიტერატურული კონკურსის, "საბას" გამარჯვებულია. მისმა რომანმა "საღეჭი განთიადები უშაქროდ" ჯილდო ნომინაციაში "წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი" დაიმსახურა. ამასთან, ჯიშკარიანი სტარტაპის Anima Chatbotics დამფუძნებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული