Thumbnail

ჟურნალ People-ის ცნობით, ლანა დელ რეი დაინიშნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ლანა დელ რეი ჯიმი ფელონის ღამის შოუში, თავისი მომავალი ალბომიდან Chemtrails Over The Country Club კომპოზიციის Let Me Love You Like a Woman შესასრულებლად, ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა. ეს მის თაყვანისმცემლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ისინი ტვიტერზე ცდილობდნენ, გაერკვიათ, იყო თუ არა სიახლე 35 წლის არტისტის პირად ცხოვრებაში.

ნახეთ: ლანა დელ რეიმ ფელონის შოუში Let Me Love You Like a Woman შეასრულა

"ამას ყველა ხედავთ?", - დაწერა ერთ-ერთმა ფანმა სოციალურ ქსელში.

როგორც ჟურნალ People-ს წყარომ დაუდასტურა, ლანა შეყვარებულზე, 31 წლის კლეიტონ ჯონსონზე დაინიშნა. ეს უკანასკნელი ძმებთან ერთად ბენდში The Johnsons მღეროდა და იუთუბზე ცნობილი კომპოზიციების ქავერ ვერსიებს ავრცელებდა. გამოცემისვე ინფორმაციით, წყვილმა ერთმანეთი აპლიკაციის საშუალებით გაიცნო, რის შემდეგაც ინსტაგრამზე დამეგობრდნენ.

 ლანა დელ რეი და კლეიტონ ჯონსონი 

ნოემბერში კლეიტონმა ინსტაგრამზე ფოტო გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ლანამ გადაუღო. სურათი მუსიკოსმა თავისი ოფიციალური გვერდიდან მოიწონა.

ლანას და კლეიტონს გავრცელებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული