Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, პოპვარსკვლავ მაილი საირუსის უმცროსმა დამ, ნოამ ახალი სიმღერა All Three და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ნოა გრემის 63-ე დაჯილდოებაზე, რომელიც 2021 წლის 31 იანვარს გაიმართება, საუკეთესო ახალბედა არტისტის ნომინაციაშია წარდგენილი.

ნახეთ: 2021 წლის Grammy-ს დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია

ნოა საირუსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა 2017 წელს რეპერ XXXTentacion-თან ჩაწერილმა სინგლმა Again მოუტანა. 2018 წელს მან სადებიუტო ჩანაწერი EP-ს სახელად Good Cry გამოუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული