Thumbnail

მოუსმინეთ: რინგო სტარმა ახალი სიმღერა Here's To The Nights გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის ყოფილმა წევრმა, რინგო სტარმა ახალი სიმღერა Here's To The Nights გაავრცელა. კომპოზიციას ის ამერიკელ მუსიკოს დაიან უორენთან ერთად ასრულებს. ტრეკი რინგოს მომავალ EP-ში სახელწოდებით Zoom In იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2021 წლის 19 მარტს გამოიცემა.

რინგო სტარი: დაშლის შემდეგ კონცერტი უნდა გაგვემართა, მაგრამ ზვიგენის გამო უარი ვთქვით

რინგო სტარის მომავალ EP-ში სულ 5 კომპოზიცია შევა, რომლებიც მან მიმდინარე წელს სახლში მოწყობილ სტუდიაში შექმნა. ჩანაწერზე რინგომ ისეთ არტისტებთან ერთად იმუშავა, როგორებიც არიან: პოლ მაკკარტნი, დეივ გროლი, ფინიასი და სხვები.

რინგო ლეგენდარულ "ბითლზს" 1962 წელს შეურთდა. მუსიკოსი კოლექტივის 12-ვე ალბომში მონაწილეობს. მასთან ერთად ბენდმა 800 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. ამ შედეგით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო. კოლექტივის დაშლის შემდეგ რინგომ სოლო კარიერა დაიწყო. 1970 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Sentimental Journey გაავრცელა. მას დღემდე 20 სოლო ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული