Thumbnail

შემოქმედებითი გაერთიანების LTFR იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია Look Up გამოქვეყნდა. ჩანაწერში ახალბედა მუსიკოსი Sky Collar, მაქსიმე მაჩაიძე პროექტით Luna997 და ახალგაზრდა არტისტი, გიგა ყუბანეიშვილი, ფსევდონიმით Faeywa მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი SABANADZE გახლავთ.

მოუსმინეთ: ნიკა და მაქსიმე მაჩაიძეები კომპოზიციას Makoto ავრცელებენ

შემოქმედებითი გაერთიანება LTFR 2015 წელს ჩამოყალიბდა. მოდისა და დიზაინის მიმართულებით მუშაობასთან ერთად, პლატფორმამ მუსიკალური ლეიბლი დააფუძნა, რომელშიც სხვადასხვა არტისტი, მათ შორის ჯგუფი KayaKata, Hikari, DRO, MamaFlex, Bobby Kensei, Cutkill და სხვები წევრიანდებიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული