Thumbnail

გავლენიანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯეფრი ლამარ უილიამსმა, ფსევდონიმით Young Thug, მსმენელს ახალი კომპოზიცია Take It To Trial და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. თაგას ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგები Gunna და Yak Gotti მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერები კი არაერთი ჰიტის ავტორები Wheezy და London On Da Track არიან. ნამუშევარი კომპილაციური ალბომის 'Slime Language 2' ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: Chris Brown და Young Thug კლიპში City Girls

ნახეთ: DaBaby და Young Thug კლიპში BLIND

ნახეთ: T.I. და Young Thug კლიპში Ring

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული