Thumbnail

ნახეთ: ლილ უეინი კლიპს "2 Diamonds" აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლუიზიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ლილ უეინმა კომპოზიციაზე "2 Diamonds" გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. უეინმა ნამუშევარში მისი ცნობილი კოლეგის, იანგ თაგის 2019 წლის ჩანაწერის Bad Bad Bad ბითი გამოიყენა. ტრეკი სამხრეთელი შემსრულებლის მიქსტეიპში "No Ceilings 3" არის წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: ლილ უეინი მიქსტეიპს 'No Ceilings 3' ავრცელებს

ნახეთ: ლილ უეინი კომპოზიციაზე Something Different გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის 2018 წლის ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ ბერდმენთან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა. ორი წლის შემდეგ ლუიზიანელმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო ალბომი Funeral ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული