Thumbnail

შემოქმედებითი გაერთიანების LTFR იუთუბის არხზე პოპულარული ალტერნატიული ჰიპ ჰოპ გაერთიანება "კაიაკატას" წევრის, მაქსიმე მაჩაიძის, ფსევდონიმით Luna997, ახალი კომპოზიცია Motto გამოქვეყნდა. მაქსიმესთან ერთად ჩანაწერში მისი ახალბედა კოლეგა Faeywa მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი კი SABANADZE გახლავთ.

მოუსმინეთ: ნიკა და მაქსიმე მაჩაიძეები კომპოზიციას Makoto ავრცელებენ

მოუსმინეთ: Sky Collar - Look Up Ft. Luna997 & Faeywa

მაქსიმემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. სოლო კარიერის გარდა, შემსრულებელი პოპულარული ჰიპ ჰოპ დუეტის KayaKata წევრია. მუსიკის პარალელურად, არტისტი ვიზუალური ხელოვნებითაა დაინტერესებული. მან რამდენჯერმე თბილისში გამართულ მოდის კვირეულზე საკუთარი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლის კოლექცია წარადგინა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული