Thumbnail

ქართული ჯგუფი Four Dimensional Monster Lobsters ახალ კომპოზიციას "სიზმარში" და მასზე შექმნილ კლიპს ავრცელებს. ვიდეორგოლი 1986 წელს გადაღებული ქართული ანიმაციური ფილმის, "სიზმარას" კადრებითაა აწყობილი.

ნახეთ: Four Dimensional Monster Lobsters - ნამეტნავად

Four Dimensional Monster Lobsters თბილისში 2018 წელს ჩამოყალიბდა. 2019 წელს ჯგუფმა სადებიუტო EP სახელწოდებით Secret Missions გამოსცა. ფსიქოდელიური სინთპოპ ბენდი ოთხი წევრისგან შედგება: ბექა თევდორაშვილი, გიორგი სარჯველაძე, სანდრო ფაილოძე და თენგო ნოზაძე. 2020 წლის აპრილში მუსიკოსებმა პირველი ალბომი Solitary Days Of Alien Abduction გამოუშვეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული