Thumbnail

ჰეილი ბოლდუინი: ამ მომენტში უკვე ვიცოდი, რომ ჯასტინ ბიბერი შემიყვარდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი პოპვარსკვლავის, ჯასტინ ბიბერის ცოლმა, 24 წლის მოდელმა, ჰეილი ბოლდუინმა ინსტაგრამზე გამომწერებს ჰკითხა, რა ტიპის სურათი გამოექვეყნებინა სთორიში. ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა გოგონას სთხოვა, ეჩვენებინა ფოტო, რომელიც მას შემდეგ გადაიღო, რაც პირველად გაიაზრა, რომ ჯასტინზე იყო შეყვარებული.

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი იტალიური Vogue-ის ფოტოსესიაში

ფოტოგალერეა: ჯასტინ ბიბერი ცოლთან, ჰეილი ბოლდუინთან ერთად მოინათლა

სწორედ ამის შემდეგ გაავრცელა ჰეილიმ კადრი, რომელშიც ის და ბიბერი ცეკვის დროს არიან აღბეჭდილი.

ბოლდუინს ასევე სთხოვეს, მათი ქორწილიდან ისეთი სურათი გაეზიარებინა, რომელიც თაყვანისმცემლებს ნანახი არ ჰქონდათ.

ჯასტინი და ჰეილი 2018 წლის ივლისში დაინიშნენ. ამავე წლის სექტემბერში მათ ხელი მოაწერეს, ერთი წლის თავზე კი ჯვარი დაიწერეს და საქორწილო წვეულებაც გამართეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული