Thumbnail

სელინ დიონი: ჩემი ქმარი გამორჩეული კაცი იყო, გამიმართლა, რომ მას შევხვდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა პოპვარსკვლავმა, სელინ დიონმა ადგილობრივ სატელევიზიო შოუში Entertainment Tonight Canada სტუმრობისას თავისი გარდაცვლილი ქმრისა და მენეჯერის, რენე ანჟელილის შესახებ ისაუბრა.

ფოტოგალერეა: როგორ იცვლებოდა სელინ დიონის ჩაცმის სტილი წლების განმავლობაში

სელინ დიონი: ცხოვრება ხანმოკლეა, რატომ არ შეიძლება, კარგი დრო ვატაროთ?

"დღემდე მგონია, რომ ყველაზე იღბლიანი ქალი ვარ, რადგან მსოფლიოში საუკეთესო კაცს - ჩემი შვილების მამას ვხვდებოდი. მას ყოველდღიურად ვხედავ ჩემი სამი შვილის დამსახურებით, რადგან ისინი ძალიან ჰგვანან მამას ფიზიკურად და ქცევებითაც, ეს უბრალოდ გასაოცარია. ის ძალიან გამორჩეული კაცი იყო. ისევ ვაპირებ თუ არა ვინმეს შეყვარებას? მე ახლაც შეყვარებული ვარ - საკუთარ ცხოვრებაზე, შვილებსა და საქმეზე. მეყოლება თუ არა ცხოვრებაში ახალი პარტნიორი? - ვნახოთ, თუ ასე მოხდება, ამას სიამოვნებით გაგიზიარებთ. სასიყვარულო ურთიერთობები ჩემი ცხოვრების დახურული თავია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ ასე უნდა დარჩეს. ადამიანი იცვლება და შეიძლება, შეხვდეს მეგობარს, რომელთან ურთიერთობაც რაღაც უფრო მეტში გადაიზრდება. ან შესაძლოა, ასე არც მოხდეს", - აღნიშნა მომღერალმა.

სელინმა მომავალი ქმარი 12 წლის ასაკში გაიცნო. მალევე რენე მისი მენეჯერი გახდა. 18 წლის ასაკში მომღერალმა ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც 46 წლის ანჟელინთან რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო. წყვილმა 1994 წელს იქორწინა. მუსიკოსი 2016 წელს დაქვრივდა.

რენე და სელინი

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული