Thumbnail

ნახეთ: ანდრეა ბოჩელიმ მღვიმეში Silent Night შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა იტალიელმა ტენორმა, ანდრეა ბოჩელიმ გენგას მუნიციპალიტეტში, ფრაზასის კარსტულ მღვიმეში საშობაო პერფორმანსი გამართა. მუსიკოსმა უჩვეულო გარემოში ცნობილი საშობაო კომპოზიციები Silent Night, White Christmas, Caro Gesù Bambino და ბოლო ალბომში Believe შესული ორი სიმღერა Pianissimo და Dolce Sentire შეასრულა.

ნახეთ: ანდრეა ბოჩელიმ 8 წლის შვილთან ერთად Hallelujah შეასრულა

ანდრეა ბოჩელი იტალიური საოპერო სცენის ვარსკვლავია. ცნობილმა ტენორმა კარიერის განმავლობაში 17 სტუდიური ალბომის გამოშვება და 90 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ანიმაციური ფილმისთვის Quest for Camelot დაწერილმა სიმღერამ The Prayer, რომელსაც ბოჩელი მომღერალ სელინ დიონთან ერთად ასრულებს, 1999 წელს ოქროს გლობუსი დაიმსახურა. 2006 წელს არტისტმა იტალიის სახელმწიფოსგან ღირსების ორდენი მიიღო, 2010 წელს კი ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. მუსიკოსი სუსტი მხედველობით დაიბადა, 12 წლის ასაკში, ფეხბურთის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი, ის სრულად დაკარგა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული