Thumbnail

ნახეთ: The White Stripes საათნახევრიან ანიმაციურ ვიდეოს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკულმა დუეტმა The White Stripes მსმენელებს საშობაო საჩუქარი გაუკეთა და საათნახევრიანი ანიმაციური ვიდეო შესთავაზა. ვიზუალურ ნამუშევარს, რომლის ავტორიც რეჟისორი ნოა სტერლინგი გახლავთ, ფონად ჯგუფის გამორჩეული ჰიტები, კომპოზიციების აკუსტიკური ვერსიები და ბისაიდ ტრეკები გასდევს.

ნახეთ: The White Stripes-მა 2002 წელს SNL-ში გამართული პერფორმანსი გაავრცელა

ნახეთ: The White Stripes კომპოზიციის Let’s Shake Hands კლიპს ავრცელებს

ნახეთ: The White Stripes-ის 2000 წლის პერფორმანსი

The White Stripes ჯეკ უაითმა და მეგ უაითმა ქალაქ დეტროიტში 1997 წელს შეიქმნეს. ორ წელიწადში მუსიკოსებმა ბენდისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. ჯგუფმა არსებობის განმავლობაში 6 სტუდიური ჩანაწერი გამოსცა. გრემის მფლობელი დუეტი 2011 წელს დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული