Thumbnail

Young Thug: მე მეტი ჰიტი მაქვს, ვიდრე ჯეი ზის

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის გავლენიანმა წარმომადგენელმა, ჯეფრი ლამარ უილიამსმა, ფსევდონიმით Young Thug, მუსიკალური პლატფორმის Apple Music გადაცემაში Million Dollaz Worth Of Game სტუმრობისას განაცხადა, რომ მას უფრო მეტი ჰიტი აქვს შექმნილი, ვიდრე ლეგენდარულ კოლეგა ჯეი ზის.

Young Thug: ლილ უეინის გაცნობა მსურდა, ხელი გავუწოდე, მან კი არ ჩამომართვა

"დისკოგრაფიაში უკვე 30-40 კომპოზიცია მაქვს, რომლებსაც კონცერტებზე დამსწრე საზოგადოება ჩემთან ერთად ასრულებს. ჯეი ზისაც კი არ აქვს ამდენი ჰიტი. მას პირობითად ვასახელებ. შეგიძლიათ, ნებისმიერი სხვა რეპერი წარმოიდგინოთ. არაერთ კოლეგას ვიცნობ, რომლებიც სცენაზე გამოსვლისას შიშობენ, რომ მსმენელს მათი ტრეკები არ ეცოდინებათ. მაყურებლის უკმაყოფილო შეძახილების მეც იმდენად მეშინია, ლაივებზე უცნობი ჩანაწერების გაჟღერებისგან თავს ვიკავებ", - განაცხადა ჯეფრიმ.

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული