Thumbnail

კანადელმა მუსიკოსმა, მარგარეტ ოსბორნმა, ფსევდონიმით Alice Glass, ახალი კომპოზიცია SUFFER AND SWALLOW და მასზე შექმნილი ანიმაციური კლიპი გაავრცელა. ტრეკი მის სადებიუტო სოლო ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცემა. ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი ლუკას დევიდი გახლავთ.

მოუსმინეთ: Alice Glass - Nightmares

მომღერალმა პოპულარობა ჯგუფში Crystal Castles მოღვაწეობით მოიპოვა. 2014 წელს მან ბენდი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. სადებიუტო EP ელის გლასმა 2017 წელს გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული