Thumbnail

Westside Gunn-მა კარიერის დასრულება გადაიფიქრა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ გაერთიანება "გრიზელდას" დამფუძნებელმა, ნიუ იორკული ანდერგრაუნდის გავლენიანმა წარმომადგენელმა, ელვინ ვორთიმ, ფსევდონიმით Westside Gunn, მუსიკალური კარიერის დასრულება გადაიფიქრა. ეს ინფორმაცია ემსის ინსტაგრამის სთორიდან შევიტყვეთ.

მოუსმინეთ: Westside Gunn ალბომს Who Made the Sunshine ავრცელებს

Westside Gunn-მა ემინემის ლეიბლი Shady Records დატოვა

"კარიერის დასრულებას არ ვაპირებ", - დაწერა განმა.

ბუფალოელმა რეპერმა კარიერის დასრულება პირველად 2019 წლის მიწურულს დააანონსა. არტისტი გასულ წელსაც ამტკიცებდა, რომ 2020 წელი მის მოღვაწეობაში უკანასკნელი იქნებოდა.

Westside Gunn: სამ თვეში კარიერას დავასრულებ

ამ ეტაპისთვის რეპერის რამდენიმე მომავალი სტუდიური ნამუშევრის არსებობის შესახებაა ცნობილი. 2020 წლის დასაწყისში ბუფალოელმა მისი და ლეგენდარული პროდიუსერის, მედლიბის საერთო ალბომი დააანონსა და დაგვპირდა, რომ მას წლის ბოლომდე მოვისმენდით, თუმცა, ჩანაწერი ამ დრომდე არ გავრცელებულა. ელვინისა და მისი ძმის, ქანვეის 2015 წლის კოლაბორაციული მიქსტეიპის Hall And Nash მეორე ნაწილს მსმენელი უკვე რამდენიმე წელია, უშედეგოდ ელის. ახლა კი ვესთსაიდი სოლო ალბომზე SINCERELY ADOLF მუშაობს, რომლის გამოქვეყნებაც, მისი თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება.

ვესთსაიდ განმა მუსიკალური მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო და ორ წელიწადში საკუთარ ძმასთან, ქანვეისთან ერთად გაერთიანება Griselda ჩამოაყალიბა. კოლექტივის წევრები პირველი ბუფალოელი რეპერები არიან, რომლებმაც კონტრაქტი მსხვილ ლეიბლებთან Shady Records და Roc Nation გააფორმეს. ანდერგრაუნდ ემსის შემოქმედება 20-ზე მეტ სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. ხანმოკლე მუსიკალური კარიერის განმავლობაში ელვინმა ისეთ გავლენიან კოლეგებთან მოასწრო თანამშრომლობა, როგორებიც არიან: Madlib, The Alchemist, Dj Muggs, Dj Premier, MF Doom, Eminem, Black Thought, 50 Cent, Pete Rock და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული