Thumbnail

ცნობილმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ დუეტმა Run The Jewels წარმატებული კომპოზიციის JU$T რემიქსი გამოაქვეყნა, რომლის ავტორიც ავსტრალიელი ელექტრონული პროდიუსერი What So Not გახლავთ. სახელოვანი მუსიკოსების, ფარელ უილიამსისა და ზაქ დე ლა როჩას მონაწილეობით შექმნილი ორიგინალი ტრეკი გაერთიანების 2020 წლის ალბომში RTJ4 არის წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: Run The Jewels ახალ ალბომს RTJ4 ავრცელებს

ნახეთ: Run The Jewels კლიპს Walking In The Snow ავრცელებს

Run The Jewels და Royal Blood კომპოზიციის The Ground Below რემიქსს ავრცელებენ

რეპერ ქილერ მაიქისა და პროდიუსერ ელ-ფის პროექტი 2013 წელს შეიქმნა. ამავე წელს დუეტმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Run The Jewels ჩაუშვა. მას შემდეგ ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ გაერთიანებამ მსმენელს სტუდიური ჩანაწერის მომდევნო სამი ნაწილი შესთავაზა, რომელთაგანაც ბოლო 2020 წელს გამოქვეყნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული