Thumbnail

Louis Vuitton-ის არტ დირექტორი, ვირჯილ აბლო სინგლს Delicate Limbs ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი დიზაინერი და დიჯეი, ვირჯილ აბლო ახალ კომპოზიციას Delicate Limbs და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში ვოკალს ბრუკლინელი ბაროკო პოპ მომღერალი, ჯოზაია ვაისი, ფსევდონიმით serpentwithfeet ასრულებს.

ვირჯილ აბლო ცნობილი ფრანგული ბრენდის, Louis Vuitton-ის არტ დირექტორია. არტისტი ელექტრონული მუსიკით 2010-იან წლებში დაინტერესდა. სხვადასხვა დროს ვირჯილი ისეთ პოპულარულ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, ჯეი ზი და სხვები. 2018 წელს აბლომ გერმანელ პროდიუსერ Boys Noize-თან ერთად სადებიუტო სინგლი Orvnge გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული