Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსი, ზეინ მალიკი, სასცენო სახელით Zayn, ახალ კომპოზიციას Vibez და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Nobody is Listening იქნება წარმოდგენილი, რომელიც 15 იანვარს გამოიცემა.

► ნახეთ: Zayn ახალ კომპოზიციას Better და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ზეინ ჯავად მალიკი სცენაზე 2010 წელს ბრიტანულ "იქს ფაქტორში" გამოჩნდა, შემდეგ კი კარიერა პოპულარულ ინგლისურ ბოიბენდში One Direction გააგრძელა. 2015 წელს მუსიკოსმა ჯგუფი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. 2016-ში კი ის პირველი ბრიტანელი მამაკაცი არტისტი გახდა, რომლის სადებიუტო სინგლმაც Pillowtalk როგორც ბრიტანულ, ასევე ამერიკულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული