Thumbnail

დევიდ ბოუისა და ჯონ ლენონის პირველი შეხვედრა - რატომ ისხდნენ ორი საათი ჩუმად

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პროდიუსერმა ტონი ვისკონტიმ ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსების, ჯონ ლენონისა და დევიდ ბოუის პირველი შეხვედრა გაიხსენა. რონიმ, რომელიც ამ უკანასკნელთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, არტისტის გარდაცვალების ხუთი წლის თავთან დაკავშირებით, სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რადიოსადგურების Radio 6 Music და Radio 4 ეთერში გასულ გადაცემაში Bowie: Dancing Out in Space სტუმრობისას ისაუბრა, როგორ ნერვიულობდა ბოუი ლენონთან შეხვედრის წინ.

ჯონ ლენონის სიმღერა, რომელიც საზოგადოებამ არასწორად გაიგო

ნახეთ: დევიდ ბოუისა და შერის ერთობლივი პერფორმანსი

"ერთმანეთს ნიუ იორკის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში უნდა შეხვედროდნენ. დევიდს ეს ძალიან აშინებდა და მთხოვა, მივსულიყავი, რათა სიტუაცია განმემუხტა. ღამის პირველი საათისთვის კარზე დავაკაკუნე, მომდევნო ორი საათის განმავლობაში მათ ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ. ბოუი იატაკზე იჯდა, ბლოკნოტში ნახშირით ხატავდა და ლენონის იქ ყოფნას საერთოდ არ იმჩნევდა. ბოლოს ჯონმა ამოიღო ხმა, რამდენიმე ფურცელი მომეცი, შენი დახატვა მინდაო. დევიდმა კი მიუგო - ოჰ, ეს კარგი იდეააო და, როგორც იქნა, გაიხსნა. ერთმანეთის კარიკატურების ხატვა დაიწყეს. შემდეგ ნახატებს ნახულობდნენ და იცინოდნენ. ამან გაალღვო მათ შორის ყინული და დიდებულ მეგობრობასაც მისცა დასაბამი", - გაიხსენა ტონი ვისკონტიმ.

ერთი კვირის შემდეგ ბოუიმ ლენონს The Beatles-ის შემადგენლობაში დაწერილი სიმღერის Across the Universe ქავერ ვერსიის გამოშვება შესთავაზა. ჯონმა და დევიდმა ასევე ერთად დაწერეს კომპოზიცია Fame. ორივე ნამუშევარი ბოუის 1975 წლის ალბომში Young Americans შევიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული