Thumbnail

არსებული ინფორმაციით, ალბომის Madvillainy მეორე ნაწილის 85% მზადაა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული კალიფორნიელი პროდიუსერის, მედლიბის და 2020 წელს გარდაცვლილი ემსის, დანიელ დუმილეის, ფსევდონიმით MF DOOM, დუეტის Madvillain ერთადერთი ალბომის Madvillainy მეორე ნაწილზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ამის შესახებ ლეიბლის Stones Throw დამფუძნებლმა, კრისტოფერ ჯორჯ მანაკმა განაცხადა.

რეპერი MF Doom 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოუსმინეთ: Madlib - Road Of The Lonely Ones

"დუმი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ალბომის 85 პროცენტი დასრულებული ჰქონდა. ეს მისთვის ჯადოსნური რიცხვი იყო. 2009 წელს 11 კომპოზიცია გამომიგზავნა და მითხრა, რომ კიდევ რამდენიმეს შექმნას აპირებდა. მესმის მსმენელის, მეც იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მუსიკოსების სამუშაო პროცესში ჩარევა და მათი დაჩქარება არ მსურდა", - განაცხადა ჯორჯმა.

დუეტმა ალბომზე მუშაობა 2002 წელს დაიწყო. სტუდიურ სესიებზე შექმნილი არაერთი ინსტრუმენტალი არა მხოლოდ "მედვილენში" არამედ მედლიბისა და კიდევ ერთი ლეგენდარული პროდიუსერის, ჯეი დილას ერთობლივ ალბომში Champion Sound გვხვდება. ნამუშევარი, რომელიც ჟანრის ახალი თაობის წარმომადგენლებისა და უკვე სახელგანთქმული მუსიკოსების (მაგ: ტომ იორკი) შთაგონების წყაროდ იქცა, 2004 წელს სწორედ ლეიბლის მხარდაჭერით Stones Throw გამოიცა. არაერთი გავლენიანი გამოცემისა და მსმენელის ნაწილის აზრით, "მედვილენი" ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, რომელშიც ჟანრის ფესვებისადმი პატივისცემა და განსხვავებული ხედვა, ალტერნატიული ჟღერადობა ერთნაირი წარმატებით იგრძნობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული