Thumbnail

მოუსმინეთ: The Pretty Reckless - And So It Went Ft. Tom Morello

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ჯგუფი The Pretty Reckless ახალ კომპოზიციას And So It Went ავრცელებს. ჩანაწერში პოპულარული კოლექტივის, Rage Against the Machine-ის თანადამფუძნებელი და გიტარისტი, ტომ მორელო მონაწილეობს. სინგლი ბენდის რიგით მეოთხე ალბომში Death By Rock And Roll შევა, რომელიც მიმდინარე წლის 12 თებერვალს გამოიცემა.

ნახეთ: The Pretty Reckless კომპოზიციაზე "25" გადაღებულ კლიპს ავრცელებს

The Pretty Reckless ცნობილმა მსახიობმა და მუსიკოსმა, ტეილორ მომსენმა 2009 წელს შექმნა. ერთი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Light Me Up გაავრცელა. მუსიკოსებს ამ დრომდე 3 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული. კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება 2010 წელს გამოშვებულმა სინგლმა Make Me Wanna Die მოუტანა. ბენდის შემოქმედება ჰარდ როკს, პოსტ გრანჟსა და ალტერნატიულ როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული