Thumbnail

Sex Pistols-ის შესახებ დოკუმენტურ სერიალს Pistol იღებენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული პანკ როკ ჯგუფის, Sex Pistols-ის მოღვაწეობის შესახებ ოსკაროსანი რეჟისორი, დენი ბოილი სატელევიზიო დოკუმენტურ სერიალს Pistol გადაიღებს. ნამუშევარი, რომელიც 6 ეპიზოდისგან შედგება, ბენდის გიტარისტის, სტივ ჯონსის ავტობიოგრაფიულ წიგნზე Lonely Boy: Tales from a Sex Pistol იქნება დაფუძნებული. დოკუმენტური სურათი ტელეკომპანია FX-ის ეთერში გავა.

გია ხადური: 10+1 საუკეთესო პანკ სიმღერა

15 ქართული პანკ როკ კომპოზიცია

სერიალში გიტარისტ სტივ ჯონსის როლს მსახიობი ტობი უოლესი შეასრულებს, ბასისტ სიდ ვიშესს ლუი პარტრიჯი განასახიერებს, ვოკალისტ ჯონი როტენს ენსონ ბუნი, დრამერ პოლ ქუქს კი ჯეიკობ სლეიტერი. მათ გარდა სურათში მონაწილეობას Game of Thrones-ის ვარსკვლავი მეისი უილიამსი, ფაბიენ ფრანკელი და სხვები მიიღებენ. Pistol-ის გადაღებები 7 მარტს დაიწყება.

სატელევიზიო შოუში მოთხრობილი იქნება Sex Pistols-ის მენეჯერის, მალკოლმ მაკლარენისა და დიზაინერ ვივიენ ვესტვუდის მიერ მაღაზიის SEX შექმნის, გახმაურებული სადებიუტო ალბომის Never Mind the Bollocks, სამაუწყებლო კომპანია BBC-ის მიერ სინგლის God Save the Queen აკრძალვის და ბენდის მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო ფაქტების შესახებ.

Sex Pistols ლონდონში 1975 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი Never Mind the Bollocks, Here's the Sex Pistols გამოუშვეს, რომელიც მათთვის ერთადერთი აღმოჩნდა. პანკ როკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კოლექტივი 1978 წელს დაიშალა. 2006 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული