Thumbnail
ფოტო: Gio Shengelia / Facebook

ელექტრონული მუსიკის ადგილობრივი სცენის ვეტერანი წარმომადგენელი, გიო შენგელია ახალ კომპოზიციას "ხვალ" ავრცელებს. არტისტმა ნამუშევარი პლატფორმა საუნდქლაუდზე გამოაქვეყნა.

ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთმა პიონერმა, გიო შენგელიამ მუსიკალური კარიერა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მის შემოქმედებაზე განსაკუთრებული გავლენა Kraftwerk-მა, ფრენკი ნაქლზმა, რიკარდო ვილალობოსმა, დენი ჰოუელსმა და ჟანრის სხვა გამორჩეულმა წარმომადგენლებმა მოახდინეს. მისი სეტების ჟღერადობა ჰაუსს, დიფ ჰაუსს, ტექნოს, ფანკსა და პროგრესივს აერთიანებს. არტისტი ტრეკების საინტერესო სელექციით გამოირჩევა. 2011 წელს შენგელიამ "ელექტრონავტების" დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო დიჯეის ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული