Thumbnail

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა Metallica-ს Enter Sandman შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული პროგრესივ როკ ჯგუფის King Crimson დამაარსებელმა, რობერტ ფრიპმა და მისმა ცოლმა, მუსიკოსმა ტოია უილკოქსმა პროექტ Sunday Lunch-ის ფარგლებში, რომელიც მათ ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში დაწესებული კარანტინის პერიოდში შექმნეს, პოპულარული ამერიკული ჰევი მეტალ ბენდის, Metallica-ს ჰიტი Enter Sandman დააქავერეს. ფრიპი გიტარაზე უკრავს, ტოია კი ტრენაჟორზე ვარჯიშის პარალელურად მღერის.

ნახეთ: რობერტ ფრიპი და ტოია უილკოქსი "გედების ტბას" ცეკვავენ

კომპოზიციის ორიგინალი ვერსია "მეტალიკას" რიგით მეხუთე ალბომში Metallica არის წარმოდგენილი, რომელიც 1991 წელს გამოიცა. სიმღერამ გამოსვლისთანავე კრიტიკოსებისა თუ მსმენელის მოწონება და კომერციული წარმატება დაიმსახურა. ტრეკი ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად ითვლება.

რობერტ ფრიპმა პროგრესივ როკ ბენდი King Crimson ქალაქ ლონდონში 1968 წელს შექმნა. მომდევნო წელს კოლექტივმა სადებიუტო ალბომი In the Court of the Crimson King გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 13 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. 1979 წელს ფრიპმა პირველი სოლო ალბომი Exposure გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ არტისტს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, ბრაიან ინო, Blondie და სხვები. მოღვაწეობის განმავლობაში მას 700-ზე მეტ ჩანაწერში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ტოია უილკოქსმა კი შემოქმედებითი კარიერა 1977 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ არტისტმა სადებიუტო ალბომი Sheep Farming in Barnet გაავრცელა. პანკ როკ მუსიკოსს ამ დრომდე 15 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ტოიას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: It's a Mystery, Thunder in the Mountains და I Want to Be Free მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული