Thumbnail

მოუსმინეთ: ლეიბლი "ცეხი" რიგით მესამე რელიზს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართული ლეიბლი "ცეხი" რიგით მესამე რელიზს V/A 003 ავრცელებს. სტუდიური ნამუშევარი ხუთი ელექტრონული მუსიკოსის: Luckythirteen, Nika Kartvelishvili, Hekathena, Saria და Denivarlevy კომპოზიციებს აერთიანებს.

მოუსმინეთ: ლეიბლი "ცეხი" ახალ რელიზს ავრცელებს

"ცეხი" თბილისში 2020 წლის ივნისში ჩამოყალიბდა. პლატფორმა, რომელიც ახალბედა ქართველი არტისტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, ჟანრობრივად ძირითადად ტექნოს, ინდასტრიალს, იბიემსა და ელექტრონიკას გააერთიანებს. "რა თქმა უნდა, მივესალმებით ემბიენთს, ბრეიქ ბითს, აიდიემსა და ექსპერიმენტალსაც", - ამბობს ლეიბლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯუტა ძიგავა. არტისტები რელიზების გარდა, პოდკასტებსა და შოუქეისებზე მუშაობასაც აპირებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული