Thumbnail

ბრიტანულმა დუეტმა Sleaford Mods ახალი კომპოზიცია Nudge It და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ჩანაწერში ავსტრალიური ბენდის Amyl and the Sniffers ვოკალისტი, ემი ტეილორი მონაწილეობს. სინგლი ჯგუფის რიგით მეთერთმეტე ალბომში Spare Ribs შევა, რომელიც 15 იანვარს გამოიცემა.

ნახეთ: Sleaford Mods - Shortcummings

Sleaford Mods ინგლისის ქალაქ ნოტინგემში 2007 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს დღემდე 10 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. კოლექტივის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Tied Up In Nottz და Jolly Fucker. ბენდის შემოქმედება ელექტრო პანკს, პოსტ პანკსა და რეპ პანკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული