Thumbnail

მაილი საირუსს ჰკითხეს, ჰარი სტაილზს აკოცებდა თუ ჯასტინ ბიბერს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა არტისტმა, მაილი საირუსმა ბრიტანული რადიოსადგურის Heart FM ეთერში თამაშში Would You Rather მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ორ დასახელებულ ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთებას სთხოვდნენ. მომღერალს ჰკითხეს, ვის კოცნას ისურვებდა ბრიტანელ მუსიკოს ჰარი სტაილზსა და კანადელ პოპვარსკვლავ ჯასტინ ბიბერს შორის, რაზეც საირუსმა დაფიქრების გარეშე უპასუხა:

მაილი საირუსი: Metallica-ს Nothing Else Matters ელტონ ჯონთან ერთად ჩავწერე

მაილი საირუსს ჰკითხეს, ქარდი ბის აკოცებდა თუ დუა ლიპას

"ეს ადვილი კითხვაა - ჰარი. ჯასტინ ბიბერს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ, ასე რომ, მას უკვე ოჯახის წევრად ვთვლი. ჰარი სტაილზს ვირჩევ, ის მართლა ძალიან კარგად გამოიყურება. მომწონს მისი სტილიც. ჩვენ მსგავსი გემოვნება გვაქვს. ერთმანეთის ტანსაცმლის, ცხოვრების გაზიარება, ამაში არის რაღაც აზრი", - აღნიშნა 28 წლის მომღერალმა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მედიაში აქტიურად იწერებოდა მაილისა და ჰარის სავარაუდო რომანზე. მითქმა-მოთქმას ხელი ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომაც შეუწყო, რომელშიც მაილი "მუყაოს ჰარისთან" იყო ჩახუტებული.

ნახეთ: მაილი საირუსი თავის ძაღლს სიმღერით Mary Jane 5EVR გამოეთხოვა

მოგვიანებით მაილიმ ჭორები ტვიტერის საშუალებით უარყო. მან აღნიშნა, რომ მსახიობ ლიამ ჰემსვორთთან დანიშვნის შემდეგ თავს ბედნიერად გრძნობდა, სტაილზით კი სინამდვილეში მისი და, მომღერალი ნოა საირუსი იყო დაინტერესებული.

"ერთადერთი, რაც ნოა საირუსს თავის დაბადების დღეზე უნდა, ჰარი სტაილზია", - წერდა მაშინ საირუსი ხუმრობით.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული