Thumbnail

ნახეთ: French Montana, Jack Harlow და Lil Durk კლიპში Hot Boy Bling

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი ბრონქსელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ფრენჩ მონტანა მსმენელს კომპოზიციაზე Hot Boy Bling გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ნიუ იორკელის ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგები Jack Harlow და Lil Durk მონაწილეობენ. ტრეკი მონტანას ბოლო მიქსტეიპში "Coke Boys 5" არის წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: French Montana მიქსტეიპს Coke Boys 5 ავრცელებს

ნახეთ: French Montana x Benny The Butcher - Wave Blues

ფრენჩ მონტანამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ლეგენდარული ჰიპ ჰოპ ლეიბლის Bad Boy Records წევრმა სადებიუტო ალბომი Excuse My French 2013 წელს გამოუშვა. 4 წლის შემდეგ კი რეპერმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Jungle Rules ჩაუშვა. ჩანაწერის გამორჩეული სინგლი Unforgettable გახლავთ, რომელმაც რვამაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული