Thumbnail

ირლანდიურმა პოსტ როკ ჯგუფმა God Is an Astronaut ახალი ინსტრუმენტული კომპოზიცია Fade და მასზე შექმნილი კლიპი გაავრცელა. ტრეკი ბენდის მომავალ ალბომში Ghost Tapes #10 იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ავსტრიული ლეიბლი Napalm Records მიმდინარე წლის 12 თებერვალს გამოსცემს.

God Is an Astronaut ტყუპმა ძმებმა, ნილს და ტორსტენ კინსელებმა 2002 წელს ჩამოაყალიბეს. ჯგუფი ამჟამად 4 წევრისგან შედგება. ბენდს ამ დრომდე 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: Forever Lost და Suicide By Star.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული