ბრიტანელი მუსიკოსი, ბრენდა მენსა, ფსევდონიმით Bree Runway, კომპოზიციაზე ATM გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. ახალგაზრდა ლონდონელის ჩანაწერში ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი წარმომადგენელი, მისი ელიოტი მონაწილეობს. ტრეკი ბრენდას 2020 წლის მიქსტეიპში 2000and4Eva არის წარმოდგენილი.
► ნახეთ: Missy Elliott კლიპს Cool Off ავრცელებს
ბრი რანევეიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ბრიტანელის შემოქმედება არენბის, რეპისა და პოპის სინთეზია. არტისტმა დღემდე ერთადერთი მიქსტეიპი და სამი EP გამოაქვეყნა.
კომენტარები