ელექტრონულმა მუსიკოსმა, ანუშკა ჩხეიძემ, ახალი კომპოზიცია Epiphany გაავრცელა. ტრეკი მან 45-წუთიანი საცეკვაო პერფორმანსისთვის შექმნა. პროექტის ქორეოგრაფი ნათია ჩიკვაიძე გახლავთ, მასთან ერთად დადგმაში კიდევ 4 მოცეკვავე: ნათია ბუნტური, ლევან გელბახიანი, ალექსანდრე გადელია და ჯონათან რასელი მონაწილეობენ.
► ერეკლე დეისაძემ, ნინი ნუცუბიძემ და ანუშკა ჩხეიძემ კომპოზიცია "ზამთარი" შეასრულეს
ანუშკა ჩხეიძემ შემოქმედებითი კარიერა 2016 წელს დაიწყო. მუსიკოსი თავდაპირველად სასცენო სახელით AnushKey მოღვაწეობდა. არტისტის პოპულარული კომპოზიციებია: Heavy Notes, Lingotto და სხვა.
კომენტარები