Thumbnail

ნახეთ: ლიამ პეინის ფეშენებელური სახლი კალიფორნიაში

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, One Direction-ის წევრმა, ლიამ პეინმა კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასასში, სანტა მონიკას მთებში მდებარე სახლი 10,2 მილიონ დოლარად გაყიდა. 901 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელს 5 საძინებელი, 8 სააბაზანო, ხმის ჩამწერი სტუდია, აუზი, სახლის კინოთეატრი, თამაშების ოთახი, აკვარიუმი, ბიბლიოთეკა, სავარჯიშო დარბაზი, ღვინის მარანი და მედიტაციისთვის განკუთვნილი სივრცე აქვს. შენობის მიმდებარედ გვხვდება ჩანჩქერი, ხელოვნური ტბორი და დიდი გამწვანებული ეზო.

Fox News-ის წამყვანის კომენტარს ჰარი სტაილზის ჩაცმულობის შესახებ კრიტიკა მოჰყვა

ნახეთ: ჰარი სტაილზმა კომპოზიციაზე Treat People With Kindness კლიპი გადაიღო

სახლი, რომელიც 1991 წელს არის აშენებული, ლიამ პეინმა 2015-ში $10 მილიონად შეიძინა. მომღერალს მისი გაყიდვა 2018 წელს 14 მილიონ დოლარად სურდა. საბოლოოდ ლიამს ფასის დაკლება მოუწია.

ლიამ პეინმა პოპულარობა ბოიბენდ One Direction-ში მოღვაწეობით მოიპოვა. ჯგუფმა 2016 წელს განუსაზღვრელი ვადით შემოქმედებითი პაუზა აიღო. მუსიკოსს სოლო კარიერის ფარგლებში განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Strip That Down მოუტანა, რომელმაც 2017 წელს ამერიკასა და ბრიტანეთში პლატინის სტატუსი დაიმსახურა. 2019 წელს ლიამმა სადებიუტო ალბომი LP1 გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული