ცნობილი ჯგუფის, The National-ის წევრების, სკოტ და ბრაიან დევენდორფებისა და ფოლკ კოლექტივის, Beirut-ის წარმომადგენლების, ბენ ლანცისა და აარონ არნცის საერთო პროექტი LNZNDRF ახალ კომპოზიციას Brace Yourself და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში II შევა, რომელიც 29 იანვარს გამოიცემა.
The National-ისა და Beirut-ის წევრებმა სუპერჯგუფი LNZNDRF 2016 წელს შექმნეს. ამავე წელს არტისტებმა პროექტისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს.
კომენტარები