Thumbnail

რეპერი YFN Lucci მკვლელობის ბრალდებით იძებნება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

29 წლის ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, რეიშოუნ ბენეტი, იგივე YFN Lucci იძებნება. სამართალდამცველები მას მკვლელობაში, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში, კრიმინალური დაჯგუფების წევრობასა და იარაღის უკანონო ფლობაში ადანაშაულებენ.

ნახეთ: რეპერ YFN Lucci-ს კლიპის გადაღებისას იარაღი გაუვარდა

არსებული ინფორმაციით, რეპერმა გასული წლის 10 დეკემბერს მშობლიურ ქალაქში 28 წლის ჯეიმს ადამსს სახეში ესროლა, რის შემდეგაც მამაკაცი გარდაიცვალა. მეორე პირი კი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მუცლის არეში დაჭრა, მისი გადარჩენა ექიმება შეძლეს. პოლიციის განცხადებით, YFN Lucci-ს ორი თანამზრახველი ახლდა, რომლებიც მაიამიში დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა მუსიკოსის დაკავებაში დახმარების სანაცვლოდ 5000 დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესეს.

რეიშოუნ ლამარ ბენეტმა, ფსევდონიმით YFN Lucci, მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. იმავე წელს მან თავისი სადებიუტო მიქსტეიპი Wish Me Well გამოსცა. რეპერის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: Everyday We Lit, Key To The Streets და Heartless.

კომენტარები

ბოლოს დამატებული