Thumbnail

ნახეთ: Ty Dolla Sign-მა Smells Like Teen Spirit დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა კალიფორნიელმა არენბი შემსრულებელმა, ტაირონ უილიამსმა, ფსევდონიმით Ty Dolla Sign, ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Nirvana-ს ჰიტი Smells Like Teen Spirit დააქავერა. მუსიკოსმა კომპოზიციის ინსტრუმენტული ვერსია შეასრულა - ის გიტარაზე უკრავდა, აკომპანემენტს კი თავისი საკონცერტო ბენდი უწევდა. ვიდეო თაი დოლა საინმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სიმღერას 30 წელი უსრულდება.

ნახეთ: Ty Dolla Sign და Post Malone ვიდეორგოლს Spicy აქვეყნებენ

"ნირვანამ" სიმღერის ორიგინალი ვერსია 1991 წელს გამოუშვა. კომპოზიცია კოლექტივის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Nevermind არის წარმოდგენილი. ჩანაწერის ვიდეორგოლმა ბენდს MTV Video Music Awards-ის ორი ჯილდო მოუტანა. ნამუშევრის სახელწოდება კურტ კობეინს პანკ-როკ ჯგუფის Bikini Kill ვოკალისტმა, კეტლინ ჰანამ შთააგონა, როდესაც თავისი ოთახის კედელზე Kurt Smells Like Teen Spirit დაწერა.

თაი დოლა საინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC გაყიდვაში 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ. ორი წლის შემდეგ კი კალიფორნიელმა არტისტმა მსმენელს მორიგი სტუდიური ნამუშევარი Beach House 3 შესთავაზა, რომელმაც პირველის მსგავსად ოქროს სტატუსის წოდება დაიმსახურა. 2020 წელს კი თაი დოლას დღეისთვის ბოლო ალბომი Featuring Ty Dolla Sign გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული