ფრანგული ჯგუფი La Femme ახალ კომპოზიციას Foutre le Bordel და მასზე შექმნილ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების რიგით მესამე ალბომში Paradigmes იქნება წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის 2 აპრილს გამოიცემა.
► ნახეთ: La Femme - Disconnexion
► ნახეთ: La Femme - Cool Colorado
La Femme ქალაქ ბიარიცში 2010 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Psycho Tropical Berlin გამოუშვა, 2016-ში კი მეორე სტუდიური ჩანაწერი Mystère გაავრცელა. ბენდის შემოქმედება ფსიქოდელიური პანკ როკის, ნიუ ვეივისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავია.
კომენტარები