Thumbnail

"როცა არ გაფასებენ, უნდა გაეცალო" - ჯენიფერ ლოპესი ახალ კლიპს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი კომპოზიციაზე In The Morning გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სიმღერა 51 წლის არტისტის მომავალი, ჯერჯერობით უსახელო ალბომის სინგლია, რომლის გამოშვებაც 2021 წელს იგეგმება. 

"ეს კლიპი ბნელ ცალმხრივ ურთიერთობას და იმის გააზრებას ეხება, რომ სხვისი შეცვლა არ შეგიძლია, მხოლოდ შენ თუ შეიცვლები. ფრთები უნდა შეისხა და გაეცალო იქაურობას, სადაც არ გაფასებენ", - დაწერა ჯეილომ ინსტაგრამზე.

► ჯენიფერ ლოპესი: მე და ალექსს კითხვა გაგვიჩნდა, საერთოდ გვინდა თუ არა დაქორწინება

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა TikTok-ზე საცეკვაო ჩელენჯი In The Morning წამოიწყო

"თუ გიყვარვარ, ეს დილით მითხარი და არა საღამოს, როცა ჩემი სხეული გინდა", - მღერის ჯეილო.

"If you love me / Say it in the morning / Not just in the evening / Only when you want my body / Want my body".

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული