Thumbnail

ბრიტანული ჯგუფი Pale Waves ახალ კომპოზიციას Easy და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეორე ალბომში Who Am I? შევა, რომელიც 12 თებერვალს გამოიცემა.

ნახეთ: Pale Waves კომპოზიციის She’s My Religion კლიპს ავრცელებს

ნახეთ: Pale Waves-ის ვოკალისტმა კომპოზიციის Change აკუსტიკური ვერსია შეასრულა

Pale Waves მანჩესტერში 2014 წელს ჩამოყალიბდა. ოთხი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი My Mind Makes Noises გაავრცელა. ბენდის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: Television Romance, There's A Honey და New Year's Eve. ჯგუფის მუსიკალური მიმართულება ინდი პოპს, ინდი როკსა და სინთპოპს მოიცავს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული