ავსტრალიელი მუსიკოსი Sia კომპოზიციაზე Hey Boy შექმნილ ანიმაციურ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში ნიგერიელი არტისტი Burna Boy მონაწილეობს. სინგლი სიას სადებიუტო მიუზიკლის Music ერთ-ერთი საუნდტრეკია. ფილმის პრემიერა აშშ-ში 12 თებერვალს იგეგმება.
► მოუსმინეთ: Sia - Courage To Change
სიამ კარიერა ეისიდ ჯაზ ბენდ Crisp-ში მოღვაწეობით დაიწყო. ის ასევე ბრიტანული დუეტის, Zero 7-ის წევრი იყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება 2014 წელს გამოშვებულმა სინგლმა Chandelier მოუტანა, რომლის ვიდეოკლიპმაც იუთუბზე 2,3 მილიარდზე მეტი ნახვა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ამერიკელ პროდიუსერ Diplo-სა და ინგლისელ არტისტ Labrinth-თან ერთად სუპერჯგუფში LSD ერთიანდება.
კომენტარები