Thumbnail

Dr. Dre-ს ცოლი: დრემ რამდენჯერმე იარაღი მომიშვირა და მუშტი დამარტყა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გამოცემამ Entertainment Tonight გავლენიანი კალიფორნიელი მუსიკოსის, დოქტორ დრესა და მისი ცოლის, ნიკოლ იანგის განქორწინების საქმიდან ახალი დოკუმენტები მოიპოვა. როგორც ირკვევა, ქალი ქმარს მორიგ მძიმე ბრალდებას უყენებს და ამტკიცებს, რომ დრე მას ცეცხლსასროლი იარაღით არაერთხელ დამუქრებია.

Dr. Dre-ს საავადმყოფოში ყოფნისას მისი სახლის გაძარცვა სცადეს

Dr. Dre-ს ცოლი მოითხოვს, გაირკვეს, ჰყავს თუ არა მუსიკოსს უკანონო შვილები

"ნიკოლის მტკიცებით, დრემ მას თავის მიმართულებით პისტოლეტი ორჯერ მიუშვირა - ერთხელ 2000, მეორედ კი 2001 წელს. ის ასევე ამბობს, რომ მუსიკოსს მისთვის მუშტი სახის არეში არაერთხელ დაურტყამს. 2016 წელს კი, ნიკოლისვე თქმით, ოთახში იმალებოდა, როდესაც ქმარმა კარი შეუმტვრია. ქალი ირწმუნება, რომ მთელი ქორწინების განმავლობაში დრემ ემოციური თვალსაზრისით იმდენად გააცამტვერა მისი პიროვნება, რომ ახლა პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯება. იანგისვე თქმით, მრავალწლიანი ძალადობა უნდა გახდეს ფაქტორი, რომლის გათვალისწინებითაც მას ალიმენტი დაენიშნება, ამას გარდა, დრე ვალდებული იქნება, კვლავ გადაიხადოს ყოფილი ცოლის საყოფაცხოვრებო ხარჯები", - წერს გამოცემა მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით.

სასამართლო დოკუმენტებში ნიკოლი აგრეთვე განმარტავს, რომ სამართალდამცველებს ქმრის შიშით ვერ მიმართავდა. თუმცა, ქალი იხსენებს, რომ 1995 წელს, ჯერ კიდევ დაქორწინებამდე, პოლიციაში მაინც დარეკა, როცა, მისივე სიტყვებით, "დრემ კედელთან მიიმწყვდია, კისერში ხელი წაუჭირა და ჰაერში ასწია". ნიკოლისვე თქმით, არტისტმა მოიტყუა, როცა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა:

"ნიკოლისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია და მისი ფიზიკური უსაფრთხოება საფრთხის წინაშე არასდროს დამიყენებია".

ET-ისვე ცნობით, დოქტორ დრე თანახმაა, ნიკოლს ადვოკატის ჰონორარის დასაფარად 500 000 დოლარი გადაუხადოს. თუმცა, ქალი, როგორც აღინიშნა, ალიმენტსა და საყოფაცხოვრებო ხარჯების დაფარვასაც მოითხოვს.

წყვილმა ქორწინებაში 24 წელი გაატარა. მათ ორი საერთო შვილი, 19 წლის გოგონა, თრული და 23 წლის ვაჟი, თრუსი ჰყავთ. სწორედ მათი ქორწინების შემდეგ ჩაება წარმატებული მუსიკოსი ტექნოლოგიების ბიზნესში და ბრენდი Beats Electronics დააარსა, რომელიც მუსიკალურ აქსესუარებს Beats By Dre აწარმოებს. 2014 წელს კომპანია 3 მილიარდ აშშ დოლარად Apple-მა შეიძინა. ბიზნესგამოცემა Forbes-ის მონაცემებით, რეპერის აქტივები $800 მილიონად არის შეფასებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული