Thumbnail

ამერიკული ინდი როკ ჯგუფი The Antlers ახალ კომპოზიციას Solstice და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი ბენდის მომავალ ალბომში Green to Gold შევა, რომელსაც მუსიკოსები 7-წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მარტს გამოსცემენ.

ნახეთ: The Antlers - It Is What It Is

The Antlers ბრუკლინში 2006 წელს შეიქმნა. ამავე წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Uprooted გაავრცელეს. 5 სტუდიური ჩანაწერის გამოშვების შემდეგ, 2015 წელს კოლექტივი დაიშალა. ბენდის აღდგენა არტისტებმა 2019 წელს გადაწყვიტეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული